მალე კინოეკრანებზე პირველი ქართული 3-D ანიმაციური ფილმი ”საახალწლო ზღაპარი” გამოვა. მოქმედება ამ თავბრუდამხვევ თავგადასავლებით აღსავსე ფილმში ორ ერთმანეთისგან 1500 წლით დაშორებულ ეპოქაში ხდება. მოქმედების ადგილი კი უცვლელია - კავკასიონის მთებში შეყუჟული შატილი. ფილმი 90 წუთიანია. პროდიუსერი კომპანია - კინო ”რუსთაველი”. რეჟისორი და სცენარის ავტორი - შალვა რამიშვილი. მხატვარი - ზაალ სულაკაური. მუსიკის ავტორი - სალომე კორკოტაშვილი. პროდიუსერები - გია ბაზღაძე, ბაკურ ლაშქარავა და ნუგზარ ასათიანი. ანიმაციური ფილმი 2010 წლის დეკემბერში გამოვა თბილისის კინოთეატრებში.