ტურისტული სააგენტო Sky Office
ონლაინ თამაშები
მოძებნე ნებისმიერი ნივთი
ტურისტული სააგენტო
სარეკლამო ადგილი
სიახლეების არქივი
13-04-2010, 10:21
jordano
ნანახია 458 / 0
|
Agatha Ruiz de la Prada თბილისის FASHION WEEK-ის ერთ-ერთი მონაწილეა. სამოდელო კარიერა მან 1980 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ფართოდ დაამკვიდრა საკუთარი სტილი მსოფლიო მოდის სამყაროში,
რომელიც განსაკუთრებული იუმორით, სიყვარულით, ოპტიმისტური განწყობითა და ხალისიანი ფერებით გამოირჩევა… |
9-04-2010, 05:02
jordano
ნანახია 2577 / 0
|
აღწერა: ინგლისური ლაინერი "ოლიმპიკის" კლასის - თავისი დროის ყველაზე დიდი გემი - ეკუთვნოდა კომპანიას "უაიტ სტარ ლაინ"-ს. თავისი პირველი და უკანასკნელი რეისის დროს - 14 აპრილს 1912 წელს - შეეჯახა აისბერგს დაჩაიძირა 2 საათზე და 40 წუთს. ბორტზე იმყოფებოდა 1316 მგზავრი და ეკიპაჟის 891 წევრი - სულ 2207 ადამიანი. გადარჩა მხოლოდ 706 ადამიანი. |
27-01-2010, 18:16
leonsio_ta
ნანახია 565 / 0
|
ცნობილმა ჰოლივუდის წყვილმა ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ დაშორება გადაწყვიტეს. გადაწყვიტეს შუაში გაეყოთ 330 მილიონი დოლარი და ასევე უძრავი ქონება კალიფორნიაში, საფრანგეთში და ახალ ორლეანში, ინფორმაციის თანახმად, შესაბამისს საბუთებს პიტმა და ჯოლიმ ხელი ამ კვირაში მოაწერეს. ექვსი შვილის მშობლები, სამი რომელთაგანიც ნაშვილებია, მეურვეობას ბავშვებზე ერთმანეთში ინაწილებენ. თუმცა, ამ მოლაპარაკების მიუხედავად, ბავშვები ჯოლისთან ერთად იცხოვრებენ. მიზეზები, რომლების გამო წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა არ სახელდება.დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებშის |
19-01-2010, 11:20
Army
ნანახია 721 / 0
|
T-90 - თანამედროვე რუსული ტანკი. წარმოადგენს T-72 ღრმა მოდიფიკაციას, შექმნილია „ურალვაგონზავოდ“-ის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ (Нижний Тагил) 1989 წელს. თავდაპირველად ტანკის ინდექსი იყო «Объект 188» ან Т-72БУ. შეიარაღებაზე მიღებული იქნა 1993 წელს.
შექმნის ისტორია «Объект 188»-ზე მუშაობა მიმდინარეობდა პარარელურად სხვა, უფრო თანამედროვე ექსპერიმენტალურ ტანკ «Объект 187» ერთად, რომელიც ასევე წარმოადგენდა T-72 განვითარებას. მაგარამ საბჭოთა კავშირის დაშლის გამო ამ ტანკის სერიულ წარმოებაში ჩაშვება შეუძლებელი გახდა და ძირითად ტანკად არჩეული იქნნა უფრო მარტივი Т-72БУ,შემდეგში დაერქვა Т-90.ამის მიუხედავად პროგრესული მიღწევები რომლებიც დანერგილი იყო ტანკ «Объект 187»-ზე გადატანილი იქნა რუსული ტანკების ახალ გენერაციაზე.
Т-90 სერიული წარმოება დაიწყო 1992 წ.1992-1996წწ წარმოებამ საერთო ჯამში სახმელეთო ჯარებს მიაწოდა 120-ზე მეტი Т-90,ამის მერე წარმოება შეჩერდა და ხელახლა განახლდა მხოლოდ 2004 წ. ახალი ტანკებით დაკომპოლეკტდა ტაგანროგის წითელი დროშის ორდენოსანი, სუვოროვის მოტომსროლელთა ХХI დივიზიის ერთი პოლკი და ასევე დონის მე-5 გვარდიული სატანკო დივიზიის ერთი ქვედანაყოფი (დისლოცირების ადგილი ბურიატინი).2004-2006წწ გამოშვების Т-90-ების ერთი ბატალიონი ირიცხება ტამანსკის მოტომსროლელთა დივიზიაში.
სტატია იხილეთ სრულიადში |
30-12-2009, 20:13
Army
ნანახია 774 / 1
|
გიორგი მაზნიაშვილი 1871-1937 „მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!“ სტატია იხილეთ სრულიადში
|
29-12-2009, 19:23
Army
ნანახია 515 / 0
|
ქარჩოხის ციხე, ცხმორის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდ. ქსნის ზემოთში, კლდოვან კონცხზე, იქ, სადაც ოხირისხევი მდ. ქსანს უერთდება (ახლანდელი ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე). აქ უძველესი დროიდან გადადიოდა გზები მთიულეთიდან ქსნის ხეობაში, რამაც განაპირობა ციხესიმაგრის დაარსება. XIV საუკუნის დასაწყისში მეფე დავით VIII-მ შალვა ქსნის ერისთავის წინააღმდეგ ლაშქრობის დროს სცადა ქარჩოხის ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) მიხედვით, ქარჩოხის ციხე XVII საუკუნის I ნახევარში მოქმედი სიმაგრე იყო. XVIII საუკუნის დასასრულს ქსნის საერისთავოს გაუქმების შემდეგ, ქარჩოხის ხეობა თავისი ციხითურთ მეფე ერეკლე II-ის ერთ-ერთ შვილს - იულონს გადაეცა.
ქარჩოხის ციხის კომპლექსში თავდაპირველია ადრინდელი შუა საუკუნის ზურგიანი კოშკი და უაფსიდო ბაზილიკური ეკლესია, შემდეგი პერიოდისა - გალავანი და რეკონსტრუირებული კოშკი. |
24-12-2009, 11:42
Army
ნანახია 578 / 0
|
პოლიტიკური მიმდინარეობა – ფაშიზმი (იტალ. fascismo) წარმოიშვა იტალიაში, რომლის ფუძემდებელიც იყო ბენიტო მუსოლინი. მოგვიანებით მისმა იდეებმა პოპულარობა ჰპოვა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ მრავალ სახელმწიფოში ხსენებული იდეოლოგია აკრძალულ იქნა. მოგვიანებით ფაშიზმის იდეებმა გამოძახილი ჰპოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ყოველი მათგანი არასტაბილურ და არასერიოზულ ხასიათს ატარებდა.
სადღეისოდ, ფაშიზმის მიმდევრობა არაპოპულარულად ითვლება და ხშირად ფაშისტად ნათლავენ ადამიანს, რომელსაც ამ მოძღვრებასთან საერთო არაფერი აქვს, ხოლო უარეს შემთხვევაში ფაშიზმად ითვლება უკიდურესი ნაციონალიზმის გამოვლინება. რეალურად ფაშიზმი წარმოადგენს ზენაციონალურ (გნებავთ ტრანსნაციონალურ) ნაციონალიზმს, რომელიც წარმოადგენს ე.წ. ლიბერალურ-დემოკრატიული გლობალიზაციის საპირწონე მიმდინარეობას.
არსებობს მოსაზრება, რომ ლიბერალური დემოკრატიის გლობალური მასშტაბით გაკოტრების შემთხვევაში ფაშიზმის იდეები ახალ გამოძახილს ჰპოვებენ თანამედროვე სამყაროში. |
23-12-2009, 21:36
Army
ნანახია 1790 / 0
|
მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.
აზიაში იგი დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში -- 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის აქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.
მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში - ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში - ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში ( სურინამის დაპყრობა ), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია ტაბარინი).
მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.
სტატია იხილეთ სრულიადში
|
22-12-2009, 20:55
Army
ნანახია 1099 / 0
|
ბითლზი (ინგლ.: The Beatles) — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ- და როკენროლ-ჯგუფი ლივერპულიდან, (ინგლისი) დღემდე მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. მათმა ნოვატორულმა ტექნიკამ და გავლენამ კულტურაზე ჩამოაყალიბა 1960-იანების მიმდინარეობა, მათი გავლენა პოპ-კულტურაზე კი დღემდე იგრძნობა. ჯგუფი, რომელიც ძირითადად შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში "ბრიტანული შემოსევის" პიონერი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ მათი საწყისი მუსიკალური სტილი 1950-იანი წლების როკ-ენდ-როლსა და ადგილობრივ სკიფლს ეფუძნებოდა, ჯგუფის შემოქმედება დროთა განმავლობაში გასწვდა ისეთ ჟანრებს, როგორიცაა ტინ პენ ელი და ფსიქოდელიური როკი. მათი ჩაცმის სტილი და განცხადებები საზოგადოებისთვის მოდის მიმართულების განმსაზღვრელი იყო, ხოლო მათი მზარდი სოციალური აქტიურობა 1960-იანი წლების სოციალურ და კულტურულ რევოლუციებზეც ტოვებს კვალს. 1970 წელს ჯგუფის დაშლის შემდეგ, თითოეულმა წევრმა სოლო კარიერა გააგრძელა. |
22-12-2009, 11:48
Army
ნანახია 821 / 1
|
ქართული ლარი - გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა 1995 წლის 2 ოქტომბერიდან. ეროვნულ ბანკს გააჩნია უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვება. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, დაამზადოს მიმოქცევის ან სხვა მიზნით, სამახსოვრო ფულის ნიშნები.
სიტყვა "ლარი", რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება „ლარი“ ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვ. ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.
ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინს, შემადგენლობას და სხვა მახასიათებლებს, რის შემდეგაც იწყება ფულისნიშნების ბეჭდვისა და მოჭრის პროცესში ჩაშვება. ქართული ფულის ნიშნები წამყვან ევროპულ ორგანიზაციებში მზადდება.
საქართველოს ტერიტორიაზე მზა ფულის ნიშნების ტრანსპორტირებას და შემდგომ ეროვნული ბანკის საცავებში მათ შენახვას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. მოსახლეობას ფულის ნიშნები კომერციული ბანკების მეშვეობით მიეწოდება.
საქართველოს ეროვნული ეროვნული ბანკი სისტემატურად ახორციელებს ხმარებისათვის გამოუსადეგარი ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღებას და მათ ჩანაცვლებას შესაბამისი ოდენობის ახალი მონეტებითა და ბანკნოტებით. გამოუსადეგარი ფულის ნიშნების განადგურება ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ხდება.
1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები. |
20-12-2009, 23:22
Army
ნანახია 1290 / 0
|
Grand Theft Auto (ქართ. მანქანების დიდებული ქურდობა) ან უბრალოდ GTA, არის ვიდეო თამაშების სერია. იდეა დევიდ ჯონსს ეკუთვნის და პროექტიც მისივე განხორციელებულია. სერიის გამოცემას სათავეში ჩაუდგნენ დენი და სემ ჰაუსერები. სერია შექმნილია შოტლანდიური კომპანია Rockstar North-ის მიერ და გამოცემულია Rockstar Games-ის მიერ. თამაში მოქმედებითი, სათავგადასავლო და რბოლის ჟანრების ნარევია.
სერიის გამოცემა დაიწყო 1997 წელს, ხოლო დღესდღეობით გამოშვებულია ცხრა სრული თამაში. თამაშის მთავარი პერსონაჟების ხმები გახმოვანებული აქვთ ფილმის სამყაროს ისეთ ვეტერანებს, როგორებიც არიან მაიკლ მედსენი, ბარტ რეინოლდსი, დენის ჰოპერი, გერი ბიუზი, სამუელ ლ. ჯექსონი, კრის პენი, ჯეიმზ ვუდსი, ჯო პანტოლიანო, ფრენკ ვინსენტი, რობერტ ლოჯია, პიტერ ფონდა, კაილ მაკლახლენი და რეი ლიოტა. თამაშს სახელწოდება მიღებული აქვს grand theft auto-დან, რაც ინგლისურ ენაზე მანქანის ქურდობის ერთ-ერთი ტერმინია. |
...
|