როგორც ველოდით, ამ ორშაბათს 12 აპრილს 2010 წელს კომპანია Microsoft-მა გააანონსა მობილური მოწყობილობები Kin One და Kin Two. სიახლეების მწარმოებელი გახლავთ კომპანია Sharp-ი. საინტერესოა, რომ ეს არის პირველი სმარტფონები Microsoft-ის ბრენდის ქვეშ, ადრე კომპანია უშვებდა მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას ტელეფონებზე. Microsoft-ის თქმით ეს მობილურები არიან განკუთნილნი სოციალურად-აქტიური ადამიანებისთვის. მათ საფუძვლად უდევთ Windows Phone, მაგრამ საგრძნობლად მოდიფიცირებული, შეცვლილი ინტერფეისით, რომელიც გათვალისწინებულია მჭიდრო ინტეგრაციისთვის ბევრ მსხვილ სოციალურ სერვისთან. ინტერფეისში შესულია Windows Phone 7-ის ელემენტები, და მაინც, ეს არის სრულფუნქციონალური ”ოს” ახალი თაობის. სურათების და ვიდეოების სანახავად...
ორივე მოწყობილობა ძალზედ ტექნოლოგიურია და თანამედროვე. მაგალითად, მოდელი Kin 2 აღჭურვილია 8-მეგაპიქსელიანი კამერით, რომელსაც შეუძლია HD გადაღება. მოდელ Kin 1-ს გააჩნია საბიუჯეტო კამერა - 5 მპ. ორივე ტელეფონი მუშაობს Windows Mobile ოპერაციული სისტემის ბაზაზე. Kin 1 და Kin 2 გააჩნიათ 4 და 8 გიგაბაიტის ჩაყენებული მეხსიერებები, თუმცა, მობილურის ერთერთ ყველაზე დიდ დანაკლისათ მიიჩნევენ იმას რომ მეხსიერების გაფართოვების შესაძლებლობა მობილურს არ გააჩნია.