ზედმიწევნით ძვირადღირებული და ფუფუნების საგნად აღიარებული ტელეფონების სია, კიდევ ერთი ეგზემპლარით შეივსო. ეს გახლავთ Amosu Blackberry, რომლის შექმნაზე 350 საათი და 4 459 ცალი ბრილიანტი დაიხარჯა, რაც საერთო ჯამში 29 კარატის ოდენობის ტოლფასია. Amosu Blackberry ხელნაკეთია და კორპუსი ოქროთია დაფარული.