მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე მსაჯების შეცდომების გრძელ სიას როგორც ჩანს, კიდევ ერთი შეემატა, ეს გუშინდელი გოლია, რომელიც დავიდ ვილიამ პორტუგალიის ნაკრებს გაუტანა და რომლის დროსაც ის სანტიმეტრებიან, მაგრამ მაინც თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ეს მომენტი გუშინ დეტალურად გერმანულ ტელეკანალ ZDF–ზე განიხილეს და ექსპერტებმაც თამაშგარე მდგომარეობის არსებობა დაადასტურეს.თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აშშ–ს ნაკრებს სლოვენიასთან 100%–იანი გოლი არ ჩაუთვალეს, მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე ორი სერიოზული სკანდალი მოხდა, პირველი ფრენკ ლამპარდის მიერ გერმანიის ნაკრების კარში გატანილი გოლის აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით არ ჩათვლა, ხოლო მეორე პირიქით, ტევესის მიერ მექსიკელების თითქმის ერთ მეტრიანი თამაშგარიდან კარის დამწუხრებაა.