მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის პირველი 1/4-ფინალური მატჩი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული 2 ტაიმითა და ძალიან საინტერესო დაპირისპირებით გამოირჩა. პირველი 45 წუთი ბრაზილიელებისა იყო და მათივე დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება მე-2 ნახევარს, მასში დომინანტის როლში უკვე ჰოლანდია მოგვევლინა, რომელმაც ბრაზილიას ტურნირზე პირველი მარცხი აგემა, თავად კი ასპროცენტიანი მაჩვენებელი შეინარჩუნა. მატჩში ანგარიში მე -10 წუთზე გაიხსნა, როდესაც პელიმე მელოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა რობინიომ ბურთი შეუჩერებლად გადაგზავნა სტეკელენბურგის კარში. ამ ეპიზოდის მთავარი გმირი, ფელიპე მელო, საბოლოოდ, მატჩის ანტიგმირად იქცა. 54 -ე წუთზე კი, რობერნთან არასპორტული საქციელის გამო, მოედანი ვადაზე ადრე დატოვა და მეტოქეს რიცხვობრივი უპირატესობა შეუქმნა. ამ მომენტში ანგარიში უკვე 2:1 იყო ჰოლანდიელთა სასარგებლოდ. შემდგომში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა სნეიდერმა, 68 -ე ტუთზე, დავური დარტყმით აიღოსეზარის კარი და გუნდი 1/4 -ფინალში გაიყვანა.