სულ რამოდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს 2010 წლის მუნდიალის ბოლო მატჩი. ფინალში ერთმანეთს ჰოლანდია და ესპანეთი დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა, ხოლო დამატებითი დროის 114–ე წუთზე "ბარსელონელმა" ანდრეს ინიესტამ თავი გამოიჩინა და ესპანეთს პირველი გამარჯვება მოუტანა მსოფლიო მუნდიალზე.
მაშ ასე, ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონია. ესპანეთი მსოფლიოს 8–ე ჩემპიონია გილოცავთ!
გთავაზობთ ანდრეს ინიესტას მიერ გატანილ იმ ერთადერთ გოლს, რომელიც ესპანელა მე–6 ნომერმა შეხვედრის დამატებით დროში გაიტანა და გუნდისათვის მსოფლიო ჩემპიონატის მომტანი გამოდგა.